Bonacibo Kitten კნუტისთვის ქათმით ქაფშიით და ბრინჯით 1კგ [CLONE]

14.00 
გთხოვთ მონიშნეთ რომელი ორგანიზაციისთვის გსურთ დონაცია
Dog Organization Georgia ლისის ტბა / თბილისი საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
BCCK1
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
  • Pinterest

ნებისმიერი ჯიშის კნუტისთვის 12 თვის ასაკამდე

სრულყოფილი და დაბალანსებული კვება კნუტისთვის


BonaCibo Kitten შემუშავებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური დაბალანსებით, რათა თქვენი კნუტი ჯანმრთელი გაიზარდოს. იგი ასევე გამდიდრებულია ომეგა-3 ცხიმითა და აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ მეტაბოლიზმსა და ძვლების განვითარებას.

ექსტრუდირებული მშრალი საკვები კნუტისათვის

შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა (46%), ბრინჯი ბალდო (14%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა, ქაფშიის ფქვილი (7%), კრევეტის ფქვილი, ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, ქაფშიის ზეთი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, იუკას ექსტრაქტი, შტოშის ფხვნილი, მრავალძარღვა.

  • ჯანსაღი განვითარება: BonaCibo Kitten შექმნილია ცილებისა და ცხიმის იდეალური ბალანსის დაცვით, იგი ხელს უწყობს ზრდის ჯანმრთელ პროცესსა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. მინერალების ოპტიმალური ბალანსი ასევე ეხმარება ძვლების სათანადო ზრდასა და განვითარებას.
  • დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმებში,, რაც ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების განვითარებას.
  • დამატებულია ტაურინი: უხვად შეიცავს ნერვული სისტემის გამართულად განვითარებისა და მხედველობისათვის აუცილებელ ტაურინს, რომელიც ასევე აძლიერებს გულს.
  • ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Kitten შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
  • ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: ადვილად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Kitten უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
  • ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Kitten გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
  • ორსულობაზე ზრუნვა: კარგად მოსანელებელი ცილა და დაბალანსებული ამინომჟავები ნიშნავს, რომ Bonacibo Kitten იდეალურია ორსული კატებისთვის, დაბადების წონის ოპტიმიზაციისთვის და კნუტების იმუნიტეტისთვის.
  • ზრუნვა ლაქტაციისას: BonaCibo Kitten ლაქტაციის პერიოდში აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს, შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს ჯანსაღი ზრდისთვის და მინერალებს ძვლების ფორმირებისთვის.

კვების ინსტრუქცია: კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი კნუტისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, თავდაპირველად შეურიეთ ის არსებულ საკვებში 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში.

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა