BonaCibo Puppy ლეკვისთვის ბატკანი და ბრინჯი 15კგ [CLONE]

135.00 
გთხოვთ მონიშნეთ რომელი ორგანიზაციისთვის გსურთ დონაცია
Dog Organization Georgia ლისის ტბა / თბილისი საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
BCDPLR15
გაყიდვაშია
+
  • Pinterest

ნებისმიერი ჯიშის ლეკვისთვის 12 თვის ასაკამდე

სრულყოფილი და დაბალანსებული საკვები ლეკვისთვის

BonaCibo Puppy შემუშავებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური დაბალანსებით, რათა თქვენი ლეკვი ჯანმრთელი გაიზარდოს. იგი ასევე გამდიდრებულია ომეგა-3 ცხიმებით, აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ მეტაბოლიზმსა და ძვლების განვითარებას. იგი იდეალურია მგრძნობიარე მონელების სისტემის მქონე ძაღლებისათვის, ან მათთვის, რომლებსაც უბრალოდ მოსწონთ ბატკნის გემო.

ექსტრუდირებული მშრალი საკვები ლეკვისათვის

შემადგენლობა: ბატკნის გამომშრალი ცილები (29%), ბატკნის უძვლო ჰიდროლიზებული ცილები (21%), ბრინჯი ბალდო (18%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა ქაფშიის ფქვილი (6%), ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქაფშიის ზეთი, კერატი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, ჭარხლის გამომშრალი რბილობი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, ლურჯი მოცვის ფხვნილი, იუკას ექსტრაქტი, მრავალძარღვა, გულყვითელას ფხვნილი.

  • ჯანსაღი განვითარება: BonaCibo Puppy Lamb & Rice შექმნილია ცილებისა და ცხიმის იდეალური ბალანსის დაცვით, იგი ხელს უწყობს ზრდის ჯანმრთელ პროცესსა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. მინერალების ოპტიმალური ბალანსი ასევე ეხმარება ძვლების სათანადო ზრდასა და განვითარებას.
  • ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Puppy Lamb & Rice შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
  • ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Puppy Lamb & Rice უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
  • სახსრებზე ზრუნვა: შეიცავს ბუნებრივად მიღებულ გლუკოზამინსა და ქონდროიტინს, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ ხრტილებს და ხელს უწყობს სახსრების მოქნილობასა და ჯანმრთელობას.
  • ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Puppy Lamb & Rice გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
  • დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმაში, რაც ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების ჩამოყალიბებას.
  • ორსულობაზე ზრუნვა: კარგად მოსანელებელი ცილებითა და დაბალანსებული ამინომჟავებით BonaCibo Puppy Lamb & Rice ორსული ძაღლებისთვის იდეალური საკვებია, დაბადების წონის ოპტიმიზაციისა და ლეკვის იმუნიტეტისთვის.
  • ზრუნვა ლაქტაციისას: BonaCibo Puppy Lamb & Rice ლაქტაციის პერიოდში აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს, შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს ჯანსაღი ზრდისთვის და მინერალებს ძვლების ფორმირებისთვის.

კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი ლეკვისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, დასაწყისისთვის შეურიეთ არსებულ საკვებში 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში. არ დატოვოთ პაკეტი თავმოხდილი. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა