ნებისმიერი ჯიშის ლეკვისთვის 12 თვის ასაკამდე
სრულყოფილი და დაბალანსებული საკვები ლეკვისთვის
BonaCibo Puppy შემუშავებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური დაბალანსებით, რათა თქვენი ლეკვი ჯანმრთელი გაიზარდოს. იგი ასევე გამდიდრებულია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ მეტაბოლიზმსა და ძვლების განვითარებას.
ექსტრუდირებული მშრალი საკვები ლეკვისათვის
შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა (37%), ბრინჯი ბალდო (18%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა, ქაფშიის ფქვილი (6%), ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქაფშიის ზეთი, კერატი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, ჭარხლის გამომშრალი რბილობი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, ლურჯი მოცვის ფხვნილი, იუკას ექსტრაქტი, მრავალძარღვა, გულყვითელას ფხვნილი.
- ჯანსაღი განვითარება: BonaCibo Puppy შექმნილია ცილებისა და ცხიმის იდეალური ბალანსის დაცვით, იგი ხელს უწყობს ზრდის ჯანმრთელ პროცესსა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. მინერალების ოპტიმალური ბალანსი ასევე ეხმარება ძვლების სათანადო ზრდასა და განვითარებას.
- ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Puppy შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
- ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Puppy უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
- სახსრებზე ზრუნვა: შეიცავს ბუნებრივად მიღებულ გლუკოზამინსა და ქონდროიტინს, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ ხრტილებს და ხელს უწყობს სახსრების მოქნილობასა და ჯანმრთელობას.
- ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Puppy გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
- დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმაში, რაც ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების ჩამოყალიბებას.
- ორსულობაზე ზრუნვა: კარგად მოსანელებელი ცილებითა და დაბალანსებული ამინომჟავებით BonaCibo Puppy ორსული ძაღლებისთვის იდეალური საკვებია, დაბადების წონის ოპტიმიზაციისა და ლეკვის იმუნიტეტისთვის.
- ზრუნვა ლაქტაციისას: BonaCibo Puppy ლაქტაციის პერიოდში აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს, შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს ჯანსაღი ზრდისთვის და მინერალებს ძვლების ფორმირებისთვის.
კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი ლეკვისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, დასაწყისისთვის შეურიეთ არსებულ საკვებში 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში. არ დატოვოთ პაკეტი თავმოხდილი. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
კომენტარები ვერ მოიძებნა