ნებისმიერი ჯიშის კასტრირებული,სტერილიზებული ან ჭარბწონიანი კატისთვის
სრულყოფილი და დაბალანსებული კვება ზრდასრული კატისათვის
BonaCibo Cat Light & Sterilised შემუშავებულია ზრდასრული კასტრირებული/სტერილიზებული და ჭარბწონიანი კატებისათვის. ცილებისა და ცხიმების ოპტიმალურად დაბალანსებული და გემრიელი ნაზავი შეიცავს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას და უზუნველყოფს წონის ჯანსაღ კონტროლს.
ზრდასრული კატის ექსტრუდირებული მშრალი საკვები
შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა, ბრინჯი ბალდო, ბარდა, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ქაფშიის ფქვილი, კრევეტის ფქვილი, ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, ქაფშიის ზეთი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, იუკას ექსტრაქტი, შტოშის ფხვნილი, მრავალძარღვა.
- საშარდე სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა: BonaCibo Cat Light & Sterilised შეიცავს აუცილებელი მინერალების დაბალანსებულ და ოპტიმალურ რაოდენობას, რითაც ხელს უწყობს შარდკენჭოვანი დაავადებების რისკის შემცირებას.
- წონის კონტროლის ფორმულა: BonaCibo Cat Light & Sterilized შეიცავს ცილისა და ცხიმის ოპტიმალურ პროპორციას , რათა დაეხმაროს კატას კონტროლირებადი გზით მოიშოროს ზედმეტი ცხიმი ისე, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელი კუნთები.
- ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Cat Light & Sterilised შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
- ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Cat Light & Sterilised უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
- ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Cat Light & Sterilised გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
- დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმებში.
- ბეწვის გორგლის კონტროლი: ბოჭკოების დაბალანსებული შემცველობა ხელს უწყობს ბეწვის გორგლის მარტივად გადაადგილებას მისი დაშლის საშუალებით, ბეწვის გორგალი ხშირად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.
- ზრუნვა მხედველობასა და გულზე: უხვად შეიცავს ნერვული სისტემისა და მხედველობის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ტაურინს, რომელიც ასევე აძლიერებს გულს.
კვების ინსტრუქცია:: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი კატისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, დასაწყისისთვის შეურიეთ არსებულ საკვებს 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში.