ნებისმიერი ჯიშის ზრდასრული კატისთვის
სრულყოფილი და დაბალანსებული კვება ზრდასრული კატისთვის
BonaCibo Cat შემუშავებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური დაბალანსებით, რათა უზრუნველყოს ენერგეტიკული ბალანსი და შეინარჩუნოს ჯანმრთელი ორგანიზმი მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი გამდიდრებულია ანტიოქსიდანტური ვიტამინებით და მცენარეული ექსტრაქტებით, და აძლიერებს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს.
ზრდასრული კატის ექსტრუდირებული მშრალი საკვები
შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა (42%), ბრინჯი ბალდო (16%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა, ქაფშიის ფქვილი (6%), კრევეტის ფქვილი, სვიის მშრალი საფუარი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, ქაფშიის ზეთი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, იუკას ექსტრაქტი, შტოშის ფხვნილი, მრავალძარღვა.
- იდეალური წონა: BonaCibo Cat შექმნილია ცილებისა და ცხიმების ოპტიმალური ბალანსით იდეალური წონის შესანარჩუნებლად , უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის.
- საშარდე სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა: BonaCibo Cat შეიცავს აუცილებელი მინერალების დაბალანსებულ და ოპტიმალურ რაოდენობას, რითაც ხელს უწყობს შარდკენჭოვანი დაავადებების რისკის შემცირებას.
- ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Cat შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
- ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Cat გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
- ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Cat უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
- დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმებში.
- ბეწვის გორგლის კონტროლი: ბოჭკოების დაბალანსებული შემცველობა ხელს უწყობს ბეწვის გორგლის მარტივად გადაადგილებას მისი დაშლის საშუალებით, ბეწვის გორგალი ხშირად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.
- ზრუნვა მხედველობასა და გულზე: უხვად შეიცავს ნერვული სისტემისა და მხედველობის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ტაურინს, რომელიც ასევე აძლიერებს გულს.
კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი კატისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, დასაწყისისთვის შეურიეთ არსებულ საკვებს 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში.
კომენტარები ვერ მოიძებნა