D-Caltabs კალციუმის აბები ძაღლებისა და კატებისთვის

BIOPETACTIVE
21.00 
BADCLT84
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
  • Pinterest

D-KALTABS

კალციუმის აბები ძაღლებისა და კატებისთვის

კალციუმის აბები განკუთვნილია ამ მინერალის ნაკლებობის მქონე ძაღლებისა და კატებისთვის

ეს დამატებითი პროდუქტი უზრუნველყოფს კატებისა და ძაღლების კალციუმით მომარაგებას, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე

კალციუმი ის მინერალია, რომელიც როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების ორგანიზმში დიდი რაოდენობით გვხვდება. ძვლებისა და კბილების სტრუქტურის ფორმირების გარდა, კალციუმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის შედედების პროცესში, სახსრების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, პულსაციის რეგულირებასა და ნერვული სისტემის აღდგენით პროცესებში.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კატებისა და ძაღლებისთვის, რომ მიიღონ კალციუმის საკმარისი დღიური დოზა. განსაკუთრებით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - როცა კალციუმის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმში.

აგრეთვე, დიდი ზომის შინაურ ცხოველებში ზრდის პროცესი 24 თვემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კი კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა გამოუსწორებელი პრობლემები გამოიწვიოს ჩონჩხის აგებულებაში.

კალციუმის რეზორბციის პრობლემა შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო წარმოიშვას, განსაკუთრებით კი D ვიტამინის ნაკლებობა უწყობს ხელს აღნიშნულს. მიეცით საშუალება თქვენს ოთხფეხა მეგობარს მეტი დრო გაატაროს მზიან ამინდში დღის სინათლეზე, მზის სხივები ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზირებას ორგანიზმში.

D-KALTABS, შეიცავს კალციუმს და ფოსფორს, ასევე საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს.

მიღების წესი: კალციუმისა და ვიტამინ D3-ის საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით კატებისა და ლეკვებისთვის რეკომენდირებულია დღეში

1/2 აბი (0,75 გრ), ზრდასრული ძაღლებისთვის 15კგ-ზე - დღეში 1 აბი (1.5გრ). ზრდასრული ძაღლებისთვის 30კგ-ზე 2 აბი (3გრ) დღეში. აბების მიცემა შესაძლებელია როგორც პირდაპირი გზით, ასევე საკვებზე დამატების სახით.



Brand:
BIOPETACTIVE

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა