Frontline Tri-Act L 20-40 კგ ძაღლებისთვის

25.00 
FRTAL2040
გაყიდვაშია
+
  • Pinterest

ფრონტლაინ ტრი-აქტი

პრეპარატი განკუთვნილია კოღოების, რწყილების და ტკიპებისგან დასაცავად.

ფრონტლაინ ტრი-აქტი განკუთვნლია სპეციალურად ძაღლებისთვის, არის გარე გამოყენების და იცავს ცხოველს სხვადასხვა პარაზიტისგან.

შემადგენლობაში არის ორი პრეპარატი, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს: პერმეტრინი და ფიპრონილი.

ფრონტლაინ ტრი-აქტი ფლობს ინსექტო-აკარიციდულ ეფექტს, რომელიც მიზნად ისახავს პარაზიტების განადგურებას ძაღლთან შეხებისთანავე, ასევე იცავს მფრინავი მწერებისგან. ფრონტლაინ ტრი-აქტი ებრძვის 18 სხვადასხვა სახეობის პარაზიტს.

გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ პრეპარატი კოღოების, ტკიპების და რწყილების წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს გამოყენებიდან 5 წუთში და 6 საათში შედეგი სახეზე გვაქვს. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ფრონტლაინი არა მხოლოდ აფრთხობს პარაზიტებს, არამედ კლავს მათ და ათავისუფლებს ოთხფეხებს ტკიპების, რწყილების და კოღოებისგან.

ფრონტლაინ ტრი-აქტი ამცირებს ძაღლებში შემდეგი დაავადებების გავრცელების რისკებს:

· პიროპლაზმოზს

· ანაპლაზმოზს

· ერლეხიოზს

· ბორელიოზს

· დიროფილარიოზს

· ლეიშმანიოზს

ფრონტლაინის გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში არ დაბანოთ ცხოველი.

ფრონტლაინის მწარმოებელი ქვეყანაა საფრანგეთი, კომპანია Merial, რომელიც მსოფლიო ლიდერია ტკიპების და რწყილების საწინააღმდეგო სითხის წარმოებაში.

პრეპარატი გამოიყენება ნებისმიერი ჯიშის ძაღლზე.

სამიზნე სახეობები: ძაღლები 20 დან 40 კგ-მდე.

არ იწვევს ტერატოგენურ და ემბრიოტოქსიკურ ეფექტს, გამოყენება შეიძლება ორსულ და მეძუძურ ძაღლებზეექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა