ყურადღება Cookies are used on this site to provide the best user experience. If you continue, we assume that you agree to receive cookies from this site. OK

FAQ (ხშირად დასმული კითხვები)

1. როგორ შევიძინოთ პროდუქტი?

შეუკვეთეთ პროდუქტი ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლეთ მიტანის უფასო სერვისით. დაამატეთ პროდუქტები კალათში, დააჭირეთ შეკვეთას, გაიარეთ რეგისტრაცია და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დაელოდეთ ელექტრონულ ფოსტას შეკვეთის დასადასტურებლად.

2. შესაძლებელია თუ არა 4pets.ge-ს პროდუქციის შეძენა პირდაპირ მაღაზიაში?

დიახ, ვებ-გვერდის საშუალებით შეძენის გარდა, მოხარული ვიქნებით თუ გვესტუმრებით 4Pets ზოოგალერეაში, დავარის ქ. 15ა. თქვენ ამავდროულად შეგეძლებათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით.

3. იხდის თუ არ მომხმარებელი ზედმეტს ბარათით პროდუქციის შეძენისას საიტზე, ან ტერმინალით შეძენისას?

მოცემული პროდუქტების ფასი არ იცვლება და თანხა იგივეა ნებისმიერი გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.

4. რამდენ ხანში მივიღებ შეძენილ პროდუქტს ადგილზე?

ადგილმდებარეობის მიხედვით შეკვეთას მიიღებთ 1დან 3 დღემდე ვადაში. თუკი სამუშაო დღეებში შეგვიკვეთავთ 12 საათამდე, შეკვეთა გამოიგზავნება იმავე დღეს.

5. რა ღირს მიტანის სერვისი?

75 ლარზე მეტი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ადგილზე მიწოდება უფასოა. 75 ლარამდე შეკვეთას ემატება 10 ლარი - ტრანსპორტირების საფასური საქართველოს მთლიანი მასშტაბით.

6. როგორ უნდა მოვიქცე, თუ შეკვეთის გაუქმება მინდა?

დაგვირეკეთ (32) 242 0 555 ან მოგვწერეთ info@4pets.ge, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ.

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეკვეთის გაუქმება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაუქმება უნდა მოხდეს შეკვეთის დღესვე.

7. რა ვქნათ, თუ მიღებული პროდუქტი არ მოგვეწონა?

თუკი არ მოგეწონათ მიღებული პროდუქტი და დაბრუნება გადაწყვიტეთ, დაგვიკავშირდით (32) 242 0 555 ან მოგვწერეთ info@4pets.ge, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნება შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში, პროდუქტი არ უნდა იყოს დაზიანებული და გახსნილი.

8. შეგიძლიათ ამარჩევინოთ ჩემი კატის/ძაღლისთვის შესაფერისი პროდუქტი თქვენი ვებ-გვერდიდან?

დიახ, შეგვიძლია! იმის გასარკვევად, მოეწონება თუ არა თქვენს კატას ან ძაღლს ჩვენი საკვები, შეგიძლიათ ჩვენს საიტზე მოითხოვოთ ნიმუშის მოწოდება.

9. რა გავაკეთო თუკი შეკვეთა მოტანამდე დაზიანდა გადამზიდავი კომპანიის გამო?

ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ამის თავიდან აცილებას, მაგრამ თუ გადამზიდავმა კომპანიამ შეკვეთა დაზიანებული მოგაწოდათ - გთხოვთ, არ მიიღოთ იგი! თუ თქვენ მიღების ქვითარში აღნიშნავთ, რომ თქვენ არ მიიღეთ პროდუქტი დაზიანების გამო, და შეგვატყობინებთ ამის შესახებ ტელეფონით ნომერზე (32) 242 0 555 ან ელ-ფოსტით info@4pets.ge-ზე, ჩვენ გამოგიგზავნით ახალ პროდუქტს დაზიანებულის ნაცვლად 3 დღის განმავლობაში. (თუ შეკვეთა რამდენიმე პროდუქტისაგან შედგება და მათ შორის რომელიმე მათგანია დაზიანებული, დაბრუნების ქვითარი შეგიძლიათ შეადგინოთ მხოლოდ დაზიანებული პროდუქტისათვის).