ყურადღება Cookies are used on this site to provide the best user experience. If you continue, we assume that you agree to receive cookies from this site. OK

BonaCibo Adult Dog ზრდასრული ძაღლისთვის High Energy 4კგ

BONACIBO
61.00 
BCDAHE04
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
  • Pinterest

ნებისმიერი ჯიშის აქტიური ზრდასრული ძაღლისთვის

სრულყოფილი და დაბალანსებული კვება ზრდასრული ძაღლისთვის გამდიდრებული Phenomind™️-ით

BonaCibo Adult Dog High Energy შეიცავს ცილებისა და ცხიმების მომატებულ რაოდენობას, რომლებიც საჭიროა მაღალი აქტივობისა და რეგულარული ვარჯიშების უზრუნველსაყოფად.

ექსტრუდირებული მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლისათვის

შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა (36%), ბრინჯი ბალდო (20%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა ქაფშიის ფქვილი (6%), ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქაფშიის ზეთი, კერატი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, ჭარხლის გამომშრალი რბილობი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, ლურჯი მოცვის ფხვნილი, იუკას ექსტრაქტი, გულყვითელას ფხვნილი, Phenomind™️(0,024%).

  • მაღალი ეფექტურობა: BonaCibo Adult Dog High Energy შეიცავს მაღალი ხარისხის ცხიმოვანი მჟავების, ამინომჟავებისა და მინერალების ოპტიმალურ რაოდენობას, და აკმაყოფილებს აქტიური ძაღლების ხანგრძლივი წვრთნისა და აქტივობისათვის საჭირო სპეციფიკური კვებისა და დამატებით ენერგეტიკულ მოთხოვნებს.
  • იდეალური წონა: BonaCibo Adult Dog High Energy შექმნილია ცილებისა და ცხიმების ოპტიმალური ბალანსით იდეალური წონის შესანარჩუნებლად , უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის.
  • სახსრებზე ზრუნვა: გაზრდილი დოზით შეიცავს ბუნებრივად მიღებულ გლუკოზამინსა და ქონდროიტინს, რაც უზრუნველყოფს აქტიური ძაღლების ჯანსაღ ხრტილებს და ხელს უწყობს სახსრების მოქნილობასა და ჯანმრთელობას.
  • ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Adult Dog High Energy შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
  • ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Adult Dog High Energy უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
  • ზრუნვა კანსა და ბეწვზე: BonaCibo Adult Dog High Energy გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
  • ზრუნვა კუნთებზე: გამდიდრებულია A და B3 ვიტამინების ოპტიმალური რაოდენობით, კუნთების მაქსიმალურად განვითარებისა და ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად.
  • დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ოპტიმალურ რაოდენობას მაღალი მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად მთელი დღის მანძილზე.

კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენს ძაღლს ამ საკვებს პირველად აძლევთ, თავიდან შეურიეთ არსებულ საკვებში 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში. არ დატოვოთ პაკეტი ღია.

Brand:
BONACIBO

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა