ყურადღება Cookies are used on this site to provide the best user experience. If you continue, we assume that you agree to receive cookies from this site. OK

CatiMalt ბეწვის გორგლის საწინააღმდეგო პასტა კატებისათვის

BIOPETACTIVE
35.00 
BACMP100
არ არის გაყიდვაში
დაამატე სურვილების სიას
  • Pinterest

CATIMALT PASTE PAT 100მლ

ბეწვის გორგლის საწინააღმდეგო პასტა კატებისათვის

წარმოებულია კატებისთვის ბეწვის გორგლის პრევენციისა და ადვილად მოსანელებლად

როდესაც კატები სისუფთავის მიზნით ლოკავენ თავიანთ სხეულს, შეიძლება გადაეყლაპოთ ბეწვი , რომელიც შემდგომში გორგალად გადაიქცევა, ამან კი შეიძლება მათი კუჭის ან ნაწლავების სისტემის ბლოკირება გამოიწვიოს.

თუკი გადაყლაპული ბეწვი გავა კუჭიდან და ნაწლავებში შეგროვდება, მან შეიძლება ჩაკეტოს ნაწლავური სისტემა. ეს ხშირად ემართებათ გრძელბეწვიან კატებს, თუ კატამ ბეწვი კუჭში მონელების ფაზიდან პირღებინებით არ ამოიღო. ეს პრობლემა ხშირად მოკლებეწვიან კატებსაც ემართებათ, თუ ისინი ბეწვს ხშირად ილოკავენ. ამ პრობლემისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა CatiMalt პასტის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს გადაყლაპული ბეწვების ნაზად გამოყოფას.

მის შემადგენლობაში არსებული მოს (მანან ოლიგო საქარიდები) - პრებიოტიკური ეფექტით უზრუნველყოფს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას და მავნე ბაქტერიების შემცირებას. ხელს უწყობს მიღებული საკვებიდან მაქსიმალური სარგებელის მიღებას და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

გამოყენების პირობები: წაუსვით კატას თათებზე 2-3 სანტიმეტრის ზომაზე, რათა აილოკონ წამალი საკუთარი სხეულის წმენდისას. პრევენციისთვის შესაძლებელია პრეპარატის კვირაში 2-3ჯერ გამოყენება. რეკომენდირებულია ყოველდღე გამოყენება უკვე ჩაყლაპული ბეწვის გორგლის გამოსაყოფად.


Brand:
BIOPETACTIVE

კომენტარები ვერ მოიძებნა

შეფასების დაწერა