ყურადღება Cookies are used on this site to provide the best user experience. If you continue, we assume that you agree to receive cookies from this site. OK

თავშესაფრების დახმარება

4Pets სიამოვნებით დაუჭერს მხარს ცხოველთა გადარჩენის ღირსეულ ორგანიზაციებს და თავშესაფრებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში უსახლკარო ცხოველების მიმართ.

გარეთ ასობით უსახლკარო კატა და ძაღლია, რომელიც თქვენს დახმარებას ელოდება - მათ მუდმივად უწევთ ბრძოლა სიცოცხლისთვის!

ერთად ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ და მივცეთ ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების შანსი!

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში არსებული ნებისმიერი პროდუქტი იმ ორგანიზაციის/თავშესაფრისთვის, რომლის დახმარებაც გსურთ; ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნული შეკვეთის ადგილზე მიტანის სერვისს და ასევე გადავცემთ ღირებულების 10%-ს. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ ერთად დავეხმაროთ მათ დაზოგონ დრო, ენერგია და ფინანსები შოპინგში და მოახმარონ მეტი ცხოველების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

თითოეული შენაძენი, თუნდაც მცირე, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია უსახლკარო ცხოველების კეთილდღეობისთვის, რომლის გარეშეც მათ გაუჭირდებათ იმ რთული და გრძელი გზის გავლა, რომელიც ქუჩიდან თბილ და მზრუნველ გარემომდე მიდის.

ამ დროისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ სამ არასამთავრობო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთან. მარტივად აირჩიეთ სასურველი პროდუქცია და შეგვატყობინეთ რომელი ორგანიზაციის/თავშესაფრის დახმარება გსურთ.