ნებისმიერი ჯიშის აქტიური ლეკვისთვის 12 თვის ასაკამდე
სრულყოფილი და დაბალანსებული საკვები ლეკვისთვის
BonaCibo Puppy High Energy შეიცავს დამატებით ენერგეტიკულ ინგრედიენტებს და იგი ხელს უწყობს აქტიური ლეკვების ზრდის ჯანმრთელ პროცესს. ლეკვის ჯანსაღ ზრდას ეხმარება დაბალანსებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმში მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ძვლების განვითარებას.
ექსტრუდირებული მშრალი საკვები ლეკვისათვის
შემადგენლობა: ქათმის გამომშრალი ცილა (40%), ბრინჯი ბალდო (18%), სიმინდი, ქათმის რაფინირებული ცხიმი, ბარდა, ქაფშიის ფქვილი (8%), ლუდის საფუარის ექსტრაქტი, ქაფშიის ზეთი, კერატი, ქათმის ჰიდროლიზებული ღვიძლი, საფუარის ცილის ნუკლეოტიდი, ჭარხლის გამომშრალი რბილობი, მინერალები, პრებიოტიკი მანანების ოლიგო-საქარიდები, წყალმცენარეები, ლურჯი მოცვის ფხვნილი, იუკას ექსტრაქტი, მრავალძარღვა, გულყვითელას ფხვნილი.
- ჯანსაღი განვითარება: BonaCibo Puppy High Energy შექმნილია ცილებისა და ცხიმის იდეალური ბალანსის დაცვით, იგი ხელს უწყობს ზრდის ჯანმრთელ პროცესსა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. მინერალების ოპტიმალური ბალანსი ასევე ეხმარება ძვლების სათანადო ზრდასა და განვითარებას.
- მაღალი ეფექტურობა: BonaCibo Puppy High Energy აკმაყოფილებს აქტიური ლეკვების დამატებითი ენერგეტიკული და ცილების მოთხოვნილებებს და უზრუნველყოს ოპტიმალურ ეფექტს.
- ზრუნვა იმუნურ სისტემაზე: BonaCibo Puppy High Energy შეიცავს ბუნებრივ პრებიოტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებენ პათოგენურ მიკრორგანიზმებს, რითაც ეხმარებიან იმუნურ სისტემას და მონელების ოპტიმიზაციას.
- ზრუნვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე: კარგად მოსანელებელი ინგრედიენტების გამოყენებითა და დახვეწილი მომზადების პროცესით, BonaCibo Puppy High Energy უზრუნველყოფს მაქსიმალურ მონელებას.
- ზრუნვა კანსა და ბეწვზე BonaCibo Puppy High Energy გამდიდრებულია ვიტამინების ნაზავით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავების: ომეგა-6, ომეგა-3ის ზუსტი ბალანსით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისა და ბზინვარე ბეწვისათვის.
- დაბალანსებული ვიტამინები და მინერალები: შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებით რაოდენობას აქტიური მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად და ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ ფორმაში, რაც ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების ჩამოყალიბებას.
- ორსულობაზე ზრუნვა: კარგად მოსანელებელი ცილებითა და დაბალანსებული ამინომჟავებით BonaCibo Puppy High Energy ორსული ძაღლებისთვის იდეალური საკვებია, დაბადების წონის ოპტიმიზაციისა და ლეკვის იმუნიტეტისთვის.
- ზრუნვა ლაქტაციისას: BonaCibo Puppy High Energy ლაქტაციის პერიოდში აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს, შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს ჯანსაღი ზრდისთვის და მინერალებს ძვლების ფორმირებისთვის.
კვების ინსტრუქცია: იხილეთ კვების ცხრილი. თუ თქვენი ლეკვისთვის ამ საკვებს პირველად იყენებთ, დასაწყისისთვის შეურიეთ არსებულ საკვებში 1 კვირის განმავლობაში. ყოველთვის გქონდეთ ახალი და სუფთა წყალი თასში. არ დატოვოთ პაკეტი თავმოხდილი. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
კომენტარები ვერ მოიძებნა