Silycumin
ეფექტური დეტოქსიური საშუალება და იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალო და დიდი ზომის ძაღლებისთვის
Silycumin საკვები პრემიქსია,რომელიც არეგულირებს ღვიძლის ფუნქციებს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას საშუალო და დიდი ზომის ძაღლებში
შეიცავს ბაყაყურა და კურკუმას;
- განდევნის ტოქსინებს ღვიძლიდან და თირკმელებიდან
- არეგულირებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციებს
- ხელს უწყობს ღვიძლის რეგენერაციას
- არეგულირებს თირკმელების ფუნქციას დიაბეტით გამოწვეული პრობლემების დროს
- აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, რის შემდეგაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო დამხმარე საშუალება
ძაღლები მარტივად იღებენ ტოქსინებს ანტიბიოტიკებით მკურნალობისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ასევე შინაგანი და გარეგანი მოქმედების მქონე ანტიპარაზიტული საშუალებების მიღებისას, აცრებით და დაბალი ხარისხის ინდუსტრიული საკვებითაც კი. აღნიშნულ პრეპარატს კი გააჩნია დეტოქსიური მოქმედება, ის განდევნის ღვიძლში დაგროვილ ტოქსინებს.
Silycumin-ის 80% შედგება აქტიური ნივთიერების - სილიმარინისგან, რომელიც ბაყაყურას მშრალი ექსტრაქტიდან მიიღება
კურკუმინი კურკუმას ექსტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც რთულად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. აღნიშნულ პრეპარატში კი გამოყენებულია წყალში ხსნადი კურკუმინი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგიებით და ადვილად აღწევს ორგანიზმში
მიღების წესი: ვიტამინებისა და ამინომჟავების საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით საშუალო და დიდი ზომის ძაღლებში რეკომენდირებულია წონის ყოველ 10 კილოგრამზე 1 აბი (1.5გრ). შესაძლებელია როგორც პირდაპირ მიღება, ასევე საკვებში დამატება.
კომენტარები ვერ მოიძებნა