მცენარეული დამცავი შამპუნი ძაღლებისთვის
იცავს ტკიპებისა და რწყილებისაგან და ეფექტურად მოქმედებს მათ წინააღმდეგ
Bio PetActive-ის მცენარეული დამცავი შამპუნი შექმნილია მცენარეული ზეთების ნარევით. შამპუნის ფორმულირებაში შემავალი მცენარეული ზეთები ხელს უწყობს ტკიპებისა და რწყილების ნაზად, ეფექტურად და ბუნებრივად მოგერიებას. შამპუნის შემადგენლობაში შემავალი გამწმენდი ნივთიერებები ნაზად ასუფთავებს და ატენიანებს კანს, ანიჭებს თქვენი საყვარელი მეგობრის კანსა და ბეწვს სირბილესა და სიჯანსაღეს.
ნიმის ექსტრაქტი, ლიმონის ზეთი და პიტნის ზეთი ხსნის კანის სიმშრალეს და ანიჭებს ბზინვარებას.
გამოყენების ინსტრუქცია: გამოყენებამდე ბეწვი დაასველეთ თბილი წყლით. შამპუნის რაოდენობა წყალთან უნდა იყოს 1:5 პროპორციით. ნაზად შეაზილეთ და გაავრცელეთ ქაფი მთლიან სხეულზე. დატოვეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შემდეგ მთლიანად ჩამობანეთ. დავარცხნეთ და შემდეგ კარგად გაამშრალეთ პირსახოცით.
- არ გამოიყენოთ 12 კვირამდე ასაკის ძაღლებზე.
- მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
- გაღიზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება. გაღიზიანების გაგრძელების შემთხვევაში, მიმართეთ ვეტერინარს.