მწარმოებელი: Bioveta, a. s.
მწარმოებელი: „ბიოვეტა ა.ს.“, ჩეხეთი
- ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.
- ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი ხასიათდება ფართო ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლების და კატების ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით).
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით:
2
კგმდე – 1/4 ტაბლეტი
2დან 5 კგმდე – 1/2 ტაბლეტი
5დან 10 კგმდე – 1 ტაბლეტი
10დან 20 კგმდე – 2 ტაბლეტი
20დან 30 კგმდე – 3 ტაბლეტი
30დან 40 კგმდე – 4 ტაბლეტი
40
კგის ზევით – 5 ტაბლეტი
- სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით.
- პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
ლეკვების დეჰელმინთიზაცია ტარდება ექვსი კვირის ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.