ყურადღება Cookies are used on this site to provide the best user experience. If you continue, we assume that you agree to receive cookies from this site. OK

უსულფატო შამპუნი ბირკავას და ლავანდის ზეთით 300მლ

BAKSI
18.50 
BASFSBLO
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
  • Pinterest

უსულფატო შამპუნი, მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური ზეთებისა და აქტიური დანამატების წყალობით არ აზიანებს ძაღლის კანის დამცავ ცხიმოვან შრეს, არამედ ფაქიზად ასუფთავებს, ატენიანებს და კვებავს კანსა და ბეწვს. ანიჭებს ბეწვს ბუნებრივ ბზინვარებას. გამოყენება: შამპუნის მცირე რაოდენობა წაუსვით ცხოველს სველ ბეწვზე, კარგად ჩამობანეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცესი გაიმეორეთ.

შამპუნი ხშირი გამოყენებისთვის

შემადგენლობა: წყაროს წყალი, კოკოლილ იზოთიანატი, დეცილ გლუკოზიდი, კოკობეტაინი, გლიცერინი, ბირკავას ზეთი, ლავანდის ეთერზეთი, ზღვის მარილი, ლიმონმჟავა, ოპტიფენ BD.

ბირკავას ზეთი მდიდარია A,C,E,P და B ჯგუფის ვიტამინებით, ხელს უწყობს კანის და თმის რეგენერაციის პროცესს, ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ფართოდ გამოიყენება კანის დაზიანებების სამკურნალოდ. ლავანდის ეთერზეთი აჩქარებს შეხორცების პროცეს, ეფექტურია კანის მცირე დაზიანებების შემთხვევაში. აქრობს უსიამო სუნს. ლავანდის ეთერზეთის არომატი აფრთხობს რწყილებს, ტკიპებსა და სხვა პარაზიტებს.

Brand:
BAKSI